ქალაქ ზუგდიდში 27-28 ოქტომბერს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „ თანხმობისა“ და მშვიდობის მშენებელ ქალთა გლობალური ქსელის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 13 25 და 18 20 ლოკალიზაცია“. შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონის ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისინი გაეცნენ საქართველოში ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“(WPS) თემაზე რეზოლუციების განხორციელებისთვის სამშვიდობო ინიციატივებს, ასევე მიღწევებსა და გამოწვევებს.
კონფერენციას,მეორე დღეს სამუშაო ვიზიტით ეწვია პრემიერ მინისტრის თანაშემწე, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე, რომელმაც ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული საქმიანობებისა და სამოქმედო გეგმის ასპექტებზე, ასევე კონსულტაციები გამართა დამსწრე საზოგადოებასთან.
კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ ხობის მერიის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სკითხებში მთავარი სპეციალისტი მზია ჩიტაია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ხობიnews’’-ის ხელმძღვანელი ლელა ალანია.