საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

28.10.17

,,გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 13 25 და 18 20 ლოკალიზაცია“


ქალაქ ზუგდიდში 27-28 ოქტომბერს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „ თანხმობისა“ და მშვიდობის მშენებელ ქალთა გლობალური ქსელის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 13 25 და 18 20 ლოკალიზაცია“. შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონის ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისინი გაეცნენ საქართველოში ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“(WPS) თემაზე რეზოლუციების განხორციელებისთვის სამშვიდობო ინიციატივებს, ასევე მიღწევებსა და გამოწვევებს.
კონფერენციას,მეორე დღეს სამუშაო ვიზიტით ეწვია პრემიერ მინისტრის თანაშემწე, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე, რომელმაც ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული საქმიანობებისა და სამოქმედო გეგმის ასპექტებზე, ასევე კონსულტაციები გამართა დამსწრე საზოგადოებასთან.
კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ ხობის მერიის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სკითხებში მთავარი სპეციალისტი მზია ჩიტაია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ხობიnews’’-ის ხელმძღვანელი ლელა ალანია.

10.10.17

ტრენინგი თემაზე ,, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის სამართლებლივი საშუალებები"

ვროპის საბჭოს (სტამბულის)კონვენციის მნიშვნელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
10 ოქტომბერს, ქალაქ ზუგდიდის იუსტიციის სახლში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე ,, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის სამართლებლივი საშუალებები" .
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს (სტამბულის ) კონვენციის როლზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში , კონვენციის შედეგად კანონში შეტანილ ცვლილებებზე და აქედან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში გასატარებელ რეფორმებზე. 
პროექტში მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ ხობიnews-ის წარმომადგენლებმა.

9.10.17

„რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“


პროექტის „რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“ ფარგლებში გრძელდება ტრენინგები შემდეგ თემებზე: ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის ინსტრუმენტები, კვლევის მეთოდები, ღირებულებათა ჯაჭვის (პროდუქტის) შერჩევა და კვლევის დაგეგმვა. 
ა(ა)იპ ,, ხობიnews’’ -ის ფოკუს ჯგუფმა დაიწყო მუშაობა დაფნის კულტურის კვლევის დაგეგმვასა და ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ.
პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების პროცესში. წარმოდგენილმა პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.
პროექტის განმახორციელებელია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ და მისი პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია „ათინათი.“