საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

20.12.17

ქალაქ ხობში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ ფილიალი გაიხსნა


ქალაქ ხობში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ ფილიალი გაიხსნა. საფინანსო ორგანიზაციის ფილიალის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
2000-2007 წლებში, საერთაშორისო ბრიტანული ორგანიზაცია Oxfam-ის მონაწილეობით და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, „ლაზიკა კაპიტალი“ ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახელწოდებით და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
2007 წლის დეკემბერში, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, მოხდა ორგანიზაციის ტრანსფორმაცია სააქციო საზოგადოებად, „ლაზიკა კაპიტალის“ სახელწოდებით.

6.12.17

რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია ზუგდიდში

ქალაქ ზუგდიდში 6 დეკემბერს ასოციაცია „ათინათის“ ოფისში პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების მიზანი რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება იყო.შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება ჰაბის როლსა და ფუნქციას, სავარაუდო სარგებელსა და იმ სამომავლო გეგმებს გაეცნო, რომელსაც პროექტის ფარგლებში პირდება ორგანიზაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ რეგიონის თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნესის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებსა და იმ სავარაუდო სარგებელს გაეცნო, რომელსაც პროექტის ფარგლებში პირდება ორგანიზაცია.
პროექტი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერაა დაფინანსებული.

26.11.17

ენერგო ეფექტურობა და სუფთა გარემო


ქალაქ ქუთაისში 24-25-26 ნოემბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,ენერგოეფექტურობა და სუფთა ენერგია“, რომელიც უზრუნველყოფს პროექტში მონაწილე რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის ამაღლება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის ჭრილში ენერგოეფექტურობისა და სუფთა ენერგიის საკითხებზე, მის სოციალური და ეკონომიურ შედეგებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესაძლებლობებზე და წახალისების მხარდაჭერის საერთაშორისო გამოცდილებაზე, ამ გამოცდილების დანერგვას მუნიციპალიტეტებში. პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების პროცესში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროპის ბაზარზე. 


პროექტის პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, pmc კვლევითი ცენტრი და ასოციაცია ,, ათინათი“. ტრენინგებს ესწრებოდნენ ,,ხობიnews”-ის წარმომადგენლები, ,,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ პროექტში ჩართული ჯგუფი: ირმა გაბუნია, რიმა კაკაშვილი და გია გელაშვილი.

25.11.17

16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

25 ნოემბერი-10 დეკემბერი - საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიაში ხობის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში.

28.10.17

,,გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 13 25 და 18 20 ლოკალიზაცია“


ქალაქ ზუგდიდში 27-28 ოქტომბერს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „ თანხმობისა“ და მშვიდობის მშენებელ ქალთა გლობალური ქსელის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 13 25 და 18 20 ლოკალიზაცია“. შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონის ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისინი გაეცნენ საქართველოში ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“(WPS) თემაზე რეზოლუციების განხორციელებისთვის სამშვიდობო ინიციატივებს, ასევე მიღწევებსა და გამოწვევებს.
კონფერენციას,მეორე დღეს სამუშაო ვიზიტით ეწვია პრემიერ მინისტრის თანაშემწე, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე, რომელმაც ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული საქმიანობებისა და სამოქმედო გეგმის ასპექტებზე, ასევე კონსულტაციები გამართა დამსწრე საზოგადოებასთან.
კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ ხობის მერიის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სკითხებში მთავარი სპეციალისტი მზია ჩიტაია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ხობიnews’’-ის ხელმძღვანელი ლელა ალანია.

10.10.17

ტრენინგი თემაზე ,, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის სამართლებლივი საშუალებები"

ვროპის საბჭოს (სტამბულის)კონვენციის მნიშვნელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
10 ოქტომბერს, ქალაქ ზუგდიდის იუსტიციის სახლში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე ,, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის სამართლებლივი საშუალებები" .
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს (სტამბულის ) კონვენციის როლზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში , კონვენციის შედეგად კანონში შეტანილ ცვლილებებზე და აქედან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში გასატარებელ რეფორმებზე. 
პროექტში მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ ხობიnews-ის წარმომადგენლებმა.

9.10.17

„რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“


პროექტის „რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“ ფარგლებში გრძელდება ტრენინგები შემდეგ თემებზე: ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის ინსტრუმენტები, კვლევის მეთოდები, ღირებულებათა ჯაჭვის (პროდუქტის) შერჩევა და კვლევის დაგეგმვა. 
ა(ა)იპ ,, ხობიnews’’ -ის ფოკუს ჯგუფმა დაიწყო მუშაობა დაფნის კულტურის კვლევის დაგეგმვასა და ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ.
პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების პროცესში. წარმოდგენილმა პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.
პროექტის განმახორციელებელია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ და მისი პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია „ათინათი.“

1.9.17

პროექტი „რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“

2017 წლის 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით პროექტის „რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“ ფარგლებში ორგანიზაციამ - „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ დაიწყო პროექტით გათვალისწინებული ტრენინგების ჩატარება ქ. ხობში. პროექტით გათვალისწინებულია ტრეინინგების ჩატარება საქართველოს შვიდი რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და LAG-ებისათვის შემდეგ თემებზე: DCFTA-ს ზოგადი ასპექტები, სურსათის უვნებლობის სტანდარტები, გარემოს დაცვა და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობა, ენერგო ეფექტურობა.
ტრენინგს ესწრება სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელი და მისი მიზანია ამ ორგანიზაციების ცნობადობის ამაღლება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) საკითხებში, რათა შემდგომში მათ შეძლონ ცოდნის გაზიარება დაინტერესებული ფერმერებისა თუ კოოპერატივებისთვის.
ტრენინგის მონაწილეები შეძლებენ შეაფასონ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების დადებითი და უარყოფითი მხარეები, დაინახონ ევროკავშირის ბაზარზე მათ მიერ წარმოებული პროდუქციის განთავსების შესაძლებლობები და უპირატესობები, დაინახონ განსხვავება ახალ სავაჭრო ხელშეკრულებასა და ადრე არსებულ სახვადსხვა ხელშეკრულებებს შორის. შეექმნებათ მკაფიო წარმოდგენა ქვეყნის შიგნით უცხოური ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობებზე, საბაჟოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, სურსათის უვნებლობის თანამედროვე მიდგომებზე.
პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების პროცესში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე. პროექტის განმახორციელებელია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ და მისი პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია „ათინათი.“ სოფლის მეურნეობისა და სამხარეო განვითარების ქართული ალიანსი კი მხარს უჭერს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინტერესების დაცვის ძალისხმევას.
იხილეთ შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა ლინკზე: