31.12.15
30.12.15
21.12.15
ღია ტურნირი კრივში (video)
18 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ღია ტურნირი ჩატარდა. კრივში ქ. ქუთაისის, მარტვილის, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებიდან 2001-2003 და 2004-2008 წლებში დაბადებული ჭაბუკები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრის მიზანი იყო სპორტული ოსტატობის ამაღლება, კრივის პოპულარიზაცია, პერსპექტიული და ნიჭიერი მოკრივეების გამოვლენა.
ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.
საპრიზო ადგილზე გასული მოკრივეები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
18.12.15
ფლეშმობი ანი ლომაიას დასახმარებლად (ვიდეო)
დღეს, 18 დეკემბერს ქ. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხობის მუნიციპალიტეტის თორსის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები 14 წლის ანი ლომაიას მხარდასაჭერად ფლეშმობი გაიმართა. ანას, ექიმებმა კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე - კარცინომა დაუდგინეს, მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა თურქეთში ჰოსპიტალიზაცია, რაც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული.
ფლეშმობში თორსის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს, რომლებსაც შეუერთდნენ სხვადასხვა სკოლის მოხალისე ახალგაზრდები. მოსახლეობასთან და სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებმაც ანი ლომაიას ფულადი დახმარება გაუწიეს.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლობას უხდის აქციის ორგანიზატორებს და ყველას ვინც თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა საქველმოქმედო აქციაში და გამოჯანმრთელებას უსურვებს ანას.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ მითითებულ ანგარიშზე:
საბანკო კოდი : - TBCBGE 22მიმღები: ცისანა იზორია
ანგარიშის ნომერი: GE36TB7512045063600030. საკონტაქტო: 571 858282 (ნინო).
17.12.15
პირველ მაისში არქოლოგიური-დაზრვევითი სამუშაოოები მიმდინარეობს
17 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია იმყოფებოდნენ. მაჩხომერის უბანში არსებულ მთაზე განხორციელდა დაზვერვითი სამუშაოები, რის შედეგადაც აღმოჩნდა ნაგებობა, გალავნის კოშკის ნაშთები, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება იყოს ადრექრისტიანული პერიოდის ნაშთები, კერძოდ ნაეკლესიარი.
როგორც არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი საუბარში აღნიშნავს „გალავანი და შიგ არსებული შენობა-ნაგებობები აშენებულია მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში. ამაზე მეტყველებს ის სამშენებლო კერამიკა, რომელიც თავისებური ფორმით ხასიათდებიან“.
კვლევები ხორციელდება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით.

12.12.15
რომან გულიაშვილის სახელობის რიგით მეოთხე ტურნირი ჭიდაობაში (ვიდეო)
12 დეკემბერს ახალგაზრდულ ცენტრ „თუთარჩელას“ სპორტულ დარბაზში გაიმართა სპორტის ოსტატის მოჭიდავის, ხობის ოლიმპიური რეზერვების სასწავლებლის ყოფილი მწვრთნელის რომან გულიაშვილის სახელობის რიგით IV-ე ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის. მუნიციპალიტეტის პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მონაწილეობა მიიღო 41 სპორტსმენმა. ტურნირ ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი''სა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული.
გამარჯვებულები დაააჯილდოვეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, რომან გულიაშვილის ქალიშვილმა ლეილა (ლიკა) გულიაშვილმა და გამგეობისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)