საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

9.5.15

ახალგაზრდული საკრებულოს პირველი სხდომა


არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ მიერ ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება პროექტი „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“. პროექტის პრეზენტაცია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შედგა 2 მარტს, სადაც ტესტირების შედეგებით შეირჩა 36 ახალგაზრდული საკრებულოს წევრი. აღნიშნული შედეგების საფუძველზე 8 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ახალგაზრდული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეობის მსურველმა საკრებულოს წევრებმა წარადგინეს სამომავლოდ განსახორციელებელი სხვადასხვა პროექტები, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მაკა ჯგერენაია, ხოლო მოადგილედ ლუკა ლოლუა. 
ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს მიესალმნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა გერგაია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, მათ ახალგაზრდულ საკრებულოს წევრებს საკრებულოს უფლებამოსილებები გააცნეს, სრული მხარდაჭერა განუცხადეს პროექტის განხორციელებაში და წარმატებები უსურვეს შემდგომ საქმიანობაში.

www.khob-sakrebulo.ge

8.5.15

შეხვედრა „საქართველოს ბავშვები“-ს წარმომადგენლებთან

ქ.ხობში ა(ა)იპ „ხობიnews”-ის ორგანიზებითა და „საქართველოს ბავშვები“-ს მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. მათ ტრენინგზე ისაუბრეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ექიმ-ლოგოპედის საჭიროებებზე, მშობლებმა მიიღეს სასარგებლო რჩევები და ტრენინგის დასასრულს დაგეგმეს სამომავლო შეხვედრები.




EUMM-ს საინფორმაციო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან


ქ. ზუგდიდში ა/ო თემის მხარდაჭერის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 
შეხვედრაზე, ანგარიშგებისა და საინფორმაციო განყოფილების ოფიცერმა ლარს ოსკარმა მიმოიხილა ევროკავშირის ზუგდიდის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა. 
ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელმა ჰელენა სტერვემ ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის საშუალებების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, მრგვალი მაგიდის ფორმატში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა განცხადებები და გაჟღერდა განსაკუთრებული მოთხოვნები.

1.5.15

ვაკანსია

შპს „კოლხა“-ს  მიერ სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი საწარმოსთვის ცხადდება  ვაკანსიები შემდეგ პოზიციებზე:
1. მთავარი ბუღალტერი .
2. იურისტი .
3. ოფის - მენეჯერი .
4. მოლარე .
5. მომარაგების მენეჯერი .
6. გაყიდვების მენეჯერი .
7. მძღოლ-ექსპედიტორი .
8. ნედლეულის საწყობის გამგე .
9. ნედლეულის საწყობის მუშა .
10. წარმოების უფროსი ( მთ. ტექნოლოგი ) .
11. დეგერმინაციის საამქრო ( სიმინდის მარცვლის გადამუშავება ) .
12. დეგერმინაციის საამქროს მუშა ( სიმინდის მარცვლის გადამუშავება ) .
13. არარაფინირებული ზეთის წარმოება .
14. არარაფინირებული ზეთის წარმოების მუშა .
15. ზეთის რაფინაციის საამქრო .
16. ზეთის რაფინაციის საამქროს მუშა .
17. ტექნიკური სამსახური .
18. ელექტრიკოსი .
19. მექვაბე .
20. მექანიკოსი .
21. მზა პროდუქციის საწყობის უფროსი .
22. გულგამოცლილი სიმინდის საწყობის მუშა .
23. ზეთის საწყობი .
24. დაცვის უფროსი .
25. დაცვის თანამშრომელი.

განცხადებები მიიღება 2015 წლის 29 აპრილიდან 2015 წლის 29 მაისამდე
 მის: ქ. ხობი, სტალინის ქ. # 9 ,
 ტელ: 0414 22 21 22 ; მობ: 555 39 39 89,
 ელ. ფოსტა: LTDKOLKHA@GMAIL.COM