საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

30.4.15

ხობის გამგებლის წლიური ანგარიში

„სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისათვის“


საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარეობს პროექტი - სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისათვის, რომელსაც ახორციელებს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია- NALAG-ი, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენრო საქართველო- LDA GEORGIA და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია- ALDA.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტის ფარგლებში შეტანილი ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას.

27.4.15

საქველმოქმედო კონცერტი მარიამის დასახმარებლად


მარიამ ადონია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით თითქმის მთელმა საქართველომ გაიცნო. დღეს მის დასახმარებლად  ხობის კულტურის სახლის სცენაზე    თემურ წიკლაურთან, ნუგზარ კვაშალთან, ვახტანგ ტატიშვილთან, ზურაბ კობეშავიძესთან, ბიძინა მახარაძესთან, ბესო კალანდაძეთან, მაკა ქაჯაიასთან , ანსაბლი ,,კოლხიდასთან'' (ხელმძღვანელი ირაკლი ჩიტაია) ერთად მთელი რეგიონი გაერთიანდა. იმისთვის, რომ მარიამმა გაიაროს, ისაუბროს  და მეგობრებთან ერთად იმხიარულოს.
ჩვენ ერთად შევძლებთ ამ რწმენით მარიამის დახმარებას!

19.4.15

ტურნირი მინი ფეხბურთში

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის რიგით მეექვსე გათამაშება მინი-ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო „ხობის“, „გურიფულის“, „პირველი ხორგის“, „ყულევის“, „ხეთის“, „ახალი სოფელის“, „შუა ხორგისა“ და „ქარიატის“გუნდებმა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს ,,ხეთისა“ და ,,ხობის“ გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც ძირითადი თამაში ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა და დამატებით პენალტების სერიაში „ხობმა“ 4:3 მოუგო „ხეთას.“ მესამე საპრიზო ადგილი შუა ხორგის ფეხბურთელთა გუნდმა დაისაკუთრა. ტურნირის გამარჯვებულები გოგა ბერაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპლალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამახსოვრო თასებითა და სიგელებით დაასაჩუქრეს.

17.4.15

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები ხობში

შეხვედრა ფოლკლორის ქომაგებთან

ქ. ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელთან, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორთან, ასოცირებულ პროფესორთან, ცნობილ პოეტთან და ფოლკლორისტთან ეთერ თათარაიძესთან და ეთნომუსიკოს, ფოლკორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელთან ნანა ვალიშვილთან. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ქართული ხალხური ფოლკლორისა და სიმღერა-გალობის შესახებ. დამსწრე საზოგადოებას მოუწოდეს მონაწილეობა მიიღონ ხალხური ზეპირსიტყვიერების შეგროვება-ჩაწერაში, რადგან მომავალ თაობებს შემოუნახონ ხალხში გაფანტული მარგალიტები. შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ხობის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.