საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

28.11.14

საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ანგარიში

2014 წლის 28 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის თანამდებობის პირები.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ პირველ საკითხად განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“, რომელიც წარმოადგინა გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზ. ბუკიამ. მისი განმარტებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონალური პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N23 დადგენილების შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომზადდა 8 საპროექტო წინადადება, მასში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განსახორციელებელი აუცილებელი ღონისძიებები. მეორე საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი, რომელიც წარმოდგენილ იქნა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის შ. სირაძის მიერ, პროექტის თანახმად საკრებულოს აპარატის საშტატო რიცხოვნება შემცირდა ერთი ერთეულით. ხოლო მესამედ საკითხად საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გ. სიჭინავას მიერ წარმოდგენილ იქნა განკარგულების პროექტი „ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების შენახვის წესების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 თებერვლის N116 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების შენახვის წესების დარღვევისთვის როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირებისთვის დადგინდა შემდეგი საჯარიმო სანქციები: ფიზიკური პირებისთვის განისაზღვრა ჯარიმის თანხა 10 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში 20 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50, ხოლო განმეორების შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

                                                                  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაცია

26.11.14

ხობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი მანქანა შეემატა

მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების“volkswagen”-ის მარკის ავტომობილი ხობის მუნიციპალიტეტში



25.11.14

ვუთხრათ ძალადობას არა!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2007-2014 წლებში გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები საქართველოში ოჯახური ძალადობის შესახებ
      2007-2014 წლების პერიოდში დაფიქსირდა 1102 ძალადობის ფაქტი, მათში მონაწილე 2223 პირით. მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები - 1014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 82-. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალდობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის - 9%. 2013-2014 წწ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო სსკ 11 პრიმა და 126 პრიმა მუხლებით 310 პირის მიმართ, აქედან 289 -მამაკაცი და 21 - ქალი. დაზარალებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი - 96, ქალი - 372.

      25 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად გაიმართა აქციაარა ქალებზე ძალადობას, რომელსაც ქ.ხობის  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. გენდერული ქსელისსაინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა მანანა შულაიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა და ისაუბრ ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე,  აღმოფხვრის გზებზე და დამსწრე საზოგადოებას  მოუწოდა აქტიური ქმედითი ღონისძიებების ჩასატარებლად. დასასრულს აქციის მონაწილეებმა დარიგეს საინფორმაციო ფლაერები.

24.11.14

2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა

24 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა, რომელიც საზოგადოებას წარუდგინა საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ.
 2015 წელს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი განისაზღვრა 6.220.600 ლარით და გასულ წელთან შედარებით 426,2ათასით გაიზარდა. გამოიკვეთა  პრიორიტეტები. ყურადღება გამახვილდა სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე. მუნიციპალიტეტის გამგებლმა გ. ქაჯაიამ აღნიშნა, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების გარდა ცენტრალური ბიუჯეტიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხებით მომავალ წელს დაფინანსდება არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება ასევე სხვადასხვა პრიორიტეტული პროექტები.
 ბიუჯეტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირების წარმომადგენლებმა და ხობის მოსახლეობამ. მოსახლეობის მხრიდან დასახელდა სხვადასხვა აქტუალური საკითხებიც, რომლის გათვალისწინებას ხელისუფლება საზოგადოებას მომავალი წლის ბიუჯეტში დაჰპირდა.

22.11.14

სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისათვის

. ქუთაისში 2014 წლის 18-21 ნოემბერს . ჟვანიას სახელობის სამართლის ადმინისტრირების სკოლაში გაიმართა საქართველოს და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სათემო ლიდერებისთვის ტრენინგი. სწავლების მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მონაწილეთა მომზადება, რომლებიც საკუთარ თემებში შეძლებენ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მონიტორინგისათის მოქალაქეების მონაწილეობის უზრუნველყოფას. ტრენინგის ამოცანებია: არაფორმალური განათლებისა და კულტურათაშორისი კომპეტენციის კონცეფციის გაგება. ადგილობრივი ლიდერების გამოსავლენად, მოსამზადებლად და დასახმარებლად პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა. ასევე კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის(პიარი), ლობირებისა და ადვოკატირების უნარ-ჩვევების შეძენა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და კანონმდებლობის ცოდნის გაღრმავება.