საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

24.2.18

„სამოქალაქო საზოგადოება-მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“


ქ. ზუგდიდში 23-24 თებერვალს გაიმართა ევროკავშირის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება-მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ სამუშაო შეხვედრები, სადაც მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიეწოდა ინფორმაციები მცირე და საშუალო ბიზნესის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
პროექტი სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის აქტივობებითა და ტრენინგებით გაგრძელდება სამი წლის განმავლობაში და მონაწილე ორგანიზაციების დახმარებით მომზადდება კვლევები მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების შესახებ.

13.2.18

ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

13 თებერვალს, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ კომპიუტერული სკოლის დარბაზში ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა „დროის ბანკის“ არსის გაცნობასა და პოპულარიზაციას. 
„დროის ბანკი“ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო ასპექტს წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდებს/ორგანიზაციებს შორის მომსახურების გაცვლას, არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა, რაც საბოლოოდ მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების სოციალური კაპიტალის დაგროვებაზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ–ის წარმომადგენლებს, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tamunagamsakhurdia@gmail.com, ტელ: 577448499; 571051059
ღონისძიება ჩატარდა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ჰაბ–ორგანიზაცია ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. 

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.