საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

20.12.17

ქალაქ ხობში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ ფილიალი გაიხსნა


ქალაქ ხობში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ ფილიალი გაიხსნა. საფინანსო ორგანიზაციის ფილიალის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
2000-2007 წლებში, საერთაშორისო ბრიტანული ორგანიზაცია Oxfam-ის მონაწილეობით და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, „ლაზიკა კაპიტალი“ ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახელწოდებით და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
2007 წლის დეკემბერში, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, მოხდა ორგანიზაციის ტრანსფორმაცია სააქციო საზოგადოებად, „ლაზიკა კაპიტალის“ სახელწოდებით.

6.12.17

რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია ზუგდიდში

ქალაქ ზუგდიდში 6 დეკემბერს ასოციაცია „ათინათის“ ოფისში პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების მიზანი რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება იყო.შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება ჰაბის როლსა და ფუნქციას, სავარაუდო სარგებელსა და იმ სამომავლო გეგმებს გაეცნო, რომელსაც პროექტის ფარგლებში პირდება ორგანიზაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ რეგიონის თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნესის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებსა და იმ სავარაუდო სარგებელს გაეცნო, რომელსაც პროექტის ფარგლებში პირდება ორგანიზაცია.
პროექტი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერაა დაფინანსებული.