2017 წლის 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით პროექტის „რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“ ფარგლებში ორგანიზაციამ - „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ დაიწყო პროექტით გათვალისწინებული ტრენინგების ჩატარება ქ. ხობში. პროექტით გათვალისწინებულია ტრეინინგების ჩატარება საქართველოს შვიდი რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და LAG-ებისათვის შემდეგ თემებზე: DCFTA-ს ზოგადი ასპექტები, სურსათის უვნებლობის სტანდარტები, გარემოს დაცვა და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობა, ენერგო ეფექტურობა.
ტრენინგს ესწრება სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელი და მისი მიზანია ამ ორგანიზაციების ცნობადობის ამაღლება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) საკითხებში, რათა შემდგომში მათ შეძლონ ცოდნის გაზიარება დაინტერესებული ფერმერებისა თუ კოოპერატივებისთვის.
ტრენინგის მონაწილეები შეძლებენ შეაფასონ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების დადებითი და უარყოფითი მხარეები, დაინახონ ევროკავშირის ბაზარზე მათ მიერ წარმოებული პროდუქციის განთავსების შესაძლებლობები და უპირატესობები, დაინახონ განსხვავება ახალ სავაჭრო ხელშეკრულებასა და ადრე არსებულ სახვადსხვა ხელშეკრულებებს შორის. შეექმნებათ მკაფიო წარმოდგენა ქვეყნის შიგნით უცხოური ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობებზე, საბაჟოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, სურსათის უვნებლობის თანამედროვე მიდგომებზე.
პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების პროცესში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე. პროექტის განმახორციელებელია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ და მისი პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია „ათინათი.“ სოფლის მეურნეობისა და სამხარეო განვითარების ქართული ალიანსი კი მხარს უჭერს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინტერესების დაცვის ძალისხმევას.
იხილეთ შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა ლინკზე: